დღეს ქეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა უაიტის კუნძულზე სამეფო თასის სპორტული თამაშები გახსნეს. ღონისძიების გახსნამდე სამეფო წყვილი ჟურნალისტებს შეხვდა და პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ახალშობილზე კომენტარი გააკეთა. უილიამი და ქითი საოცრად ბედნიერები ჩანდნენ. მათ განაცხადეს, რომ ერთი სული აქვთ, როდის შეხვდებიან პატარას.
„ეს ისეთი მნიშვნელოვანი მომენტია. მისი დაბადება ზუსტად შარლოტას და ლუის დაბადების პერიოდს ემთხვევა. როგორც უილიამმა გითხრათ, ერთი სული გვაქვს ის ვნახოთ“ – განაცხადა ქეითმა.
