მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში, რომელიც 03:50-დან 13:07 საათამდე გაგრძელდება, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა მთვარის ნეგატიური ენერგიის გავლენით მოდუნებული ყურადღება არ გახდეს ტრავმებისა და ავარიების მიზეზი.
დღე მოულოდნელობებით იქნება სავსე. არაა გამორიცხული შეხვდეთ ადამიანებს, რომელთა ნახვას ყველაზე ნაკლებად ელოდით. თუმცა, არ ღირს ახალი მეგობრების შეძენა, რადგან ნებისმიერი ახალი ნაცნობობა მხოლოდ უსიამოვნებებს მოგიტანთ. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობას, თავი შეიკავეთ მსხვილი საყიდლებისა და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმებისგან, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომების ალბათობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საჭირო ინფორმაციის მისაღებად და ცოდნის გასაღრმავებლად, შეხვედრების და კონფერენციების მოსაწყობად, საბანკო და საფინანსო ოპერაციების ჩასატარებლად, საყოფაცხოვრობო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად. ნაკლებად წარმატებული დღეა ქორწინებისა და სასიყვარულო თავგადასავლებისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ბინის შესაცვლელად და სესხის ასაღებად.
ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხორცის კერძებით, რძის პროდუუქტით, ხილით და მოერიდეთ ცომეულის, ტკბილეულის მირთმევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ფილტვებს და ბრონქებს.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ნარინჯისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი (დღის პირველ ნახევარში), თეთრი, მწვანე, იისფერი და ვერცხლისფერი (დღის მეორე ნახევბარში), ასევე ტოპაზი, ნეფრიტი და აქვამარინი (დღის პირველ ნახევარში), ზურმუხტი, მარგალიტი, აგატი და ოპალი (დღის მეორე ნახევარში) გააძლიერებენ თქვენს შარმს და გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ ვერძი და ტყუპები.
