დაცვის პოლიციის მანქანა ავარიაში მოხვდა. არსებული ინფორმაციით, სურამისკენ მიმავალ გზაზე ავტომანქანა „ჰონდას“ მარკის ავტომობილს შეეჯახა და სანიაღვრე არხში ჩავარდა.
სამართალდამცველებმა პერიმეტრი სპეციალური ლენტებით გადაკეტეს, რადგან დაცვის პოლიციის მანქანას თანხა გადაჰქონდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ადგილზე დაცვის პოლიციის მეორე ავტომობილს ელოდებიან, სადაც მანქანაში არსებულ თანხას გადაიტანენ.
