LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო გვენეტაძე თსუ-ს პრორექტორად დაინიშნა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნინო გვენეტაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად დაინიშნა.

ნინო გვენეტაძის გარდა რექტორს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს – ნინო ოკრიბელაშვილი.

ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი 2018 წლის აგვისტოში დატოვა.

მაშინ მან განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობა ესაჭიროებოდა.