LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არა პუტინის მარშს საქართველოში!” – აქციები თბილისში

“არა პუტინის მარშს საქართველოში!” – პრორუსული მსვლელობის კონტრაქცია თბილისში. აქციის მონაწილეები ე. წ. “უკვდავ პოლკს” პუტინის პროპაგანდისტული რეჟიმის პროექტად მიიჩნევენ, რომელიც მათი თქმით, ოკუპანტი სახელმწიფოს რბილი ძალის ერთ-ერთი ფორმაა. სამოქალაქო აქტივისტები აქციის მიზნად არა “უკვდავი პოლკის” მსვლელობის ჩაშლას, არამედ საპირისპირო, პროდასავლური აზრის მშვიდობიანად დემონსტირებას ასახელებენ.

შეგახსენებთ,. რომ ამ თემაზე შსს მ განცხადებაც გაავრცელა, სადაც აქციის მონაწილეებს მოუწოდა,  კანონი დაიცვან. უწყების ცნობით, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად ყველა იმ პირის მიმართ, რომლის ქმედებაც გამოხატვის თავისუფლების ფარგლებსა და კანონის მოთხოვნებს გასცდება.