ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე, სოფელ ცხრამუხასთან ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა.არსებული ინფორმაციით, საქორწინო ექსკორტის ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.
დაშავებულები სხვადასხვა დაზიანებებით ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანების ჯანმრთელობას ზიანი მიაყენა.
