კვიპროსში საქართველოს საელჩო დაკავებულ მოქალაქეებზე განცხადებას ავრცელებს. საელჩოს ცნობით, მათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია არ ჰქონდათ. დიპლომატიური წარმომადგენლობაში ამბობენ, რომ მოქალაქეებს საქართველოში შემდეგი რეისით, სამშაბათს დააბრუნებენ.
“საქართველოს საელჩოში კვიპროსის რესპუბლიკაში შევიდა შეტყობინება, რომ საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს უარი ეთქვათ კვიპროსის რესპუბლიკაში შეშვებაზე. საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა ადგილობრივ სასაზღვრო სამსახურს. სამართალდამცავების ინფორმაციით, აღნიშნული მოქალაქეები არ ფლობდნენ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციას. ისინი იმყოფებიან სპეციალურად განკუთვნილ მოსაცდელ სივრცეში, უზრუნველყოფილი არიან საკვებით და სასმელი წყლით და მათი საქართველოში დაბრუნება განხორციელდება შემდეგი რეისით, რომელიც დაგეგილია სამშაბათს“, -აცხადებენ კვიპრისში, საქართველოს საელჩოში.
