ნორვეგიის მეფის, ჰარალდ მეხუთესა და დედოფალ სონიას ქალიშვილი, 47 წლის პრინცესა მარტა ლუიზა შეყვარებულია. მისი რჩეული შამან დურეკია, რომელიც ამერიკაში სახალხო მკურნალის სტატუსითაა ცნობილი. პრინცესას რჩეული ნორვეგიელ ხალხს „ინსტაგრამის“ საშუალებით გააცნო. შამანი ცნობილია სახალხო მკურნალობის უჩვეულო მეთოდიკითა და სპირიტული სეანსებით: „მან დამაჯერა, რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს“, – დაწერა ნორვეგიის პრინცესამ „ინსტაგრამზე“.
ახალ ფოტოებს მალევე მოჰყვა კრიტიკა, რადგან პრინცესას ახალი რჩეული ჯადოქრობაში დაადანაშაულეს. კრიტიკულ მოსაზრებებს პრინცესა მარია ლუიზამ მალევე უპასუხა და განაცხადა, რომ ის მამაკაცებს არა სხვების სიმპათიებით, არამედ სიყვარულით ირჩევს.



