LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუი ტომლინსონის ემოციური კლიპი სიმღერაზე, რომელიც მომღერალმა გარდაცვლილ დედას მიუძღვნა (ვიდეო)

7 მარტს, ლუი ტომლინსონმა სინგლი Two of Us გამოუშვა, რომელიც ინგლისელმა შემსრულებელმა 2016 წლის დეკემბერში, ლეიკემიით გარდაცვლილ დედას, ჯოჰანა დიკენს მიუძღვნა.

ლუი ტომლინსონი ახალ სინგლს გამოუშვებს (ფოტო)

სიმღერის რელიზიდან ერთ კვირაში ცნობილი გახდა, რომ One Direction-ის ექს-წევრს 18 წლის ასაკში და, ფელისიტი გარდაეცვალა.

ლუი ტომლინსონს და გარდაეცვალა (ფოტო)

ოჯახური ტრაგედიის შემდეგ, ახალგაზრდა მომღერალმა თაყვანისმცემლებს პირველად გუშინ მიმართა და ”ინსტაგრამზე” ახალი კლიპის გამოსვლის შესახებ განაცხადა.

 

View this post on Instagram

 

The official video for Two of Us comes out tomorrow at 5pm BST. I had a proper good day filming it, can’t wait for you to see it!!!

A post shared by Louis Tomlinson (@louist91) on

სინგლის შავ-თეთრი ვიდეო, რომელშიც ლუის ემოციური მდგომარეობაა ნაჩვენები, ქსელში რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ Two of Us ლუი ტომლინსონის სადებიუტო სტუდიურ ალბომში შედის, რომლის სახელწოდება და რელიზის თარიღი ამ დრომდე უცნობია.