LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში პოლიციის ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა

პოლიციის ავტომობილი ბათუმში არასრულწლოვანს დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ. მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვანს დაზიანება ფეხზე აქვს მიღებული. ის ამ დროისთვის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრშია გადაყვანილი.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

წყარო: 1tv