სალომე ზურაბიშვილი ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართავს ეხმაურება და ამბობს, რომ არეულობისკენ მოწოდება ქვეყნის შეურაცხყოფაა.
„ყოფილი პრეზიდენტის ასეთი ღია არაკონსტიტუციური და არასახელმწიფოებრივი განცხადება მაიძულებს, გამოვხატო შეშფოთება და პირდაპირი უარყოფა, იმის მიუხედავად, რომ აქამდე ვიკავებდი თავს რამე სახის კომენტარებისა და საარჩევნო პროცესში ჩარევისგან, ჩემი უპარტიო სტატუსის გამო. იგივე მოეთხოვება ნებისმიერ ყოფილ პრეზიდენტს, იმის მიუხედავად, ასრულებს რამე ფუნქციას თუ არა, არის ის ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ. არეულობისკენ მოწოდება არის სახელმწიფოს შეურაცხყოფა, ეს არის დანაშაული, როდესაც თქვენი ტერიტორია ოკუპირებულია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქში“.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე Live ჩართვისას შუალედურ არჩევნებზე ისაუბრა.
ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქლაივის“ დროს განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში ძალიან ცუდად აქვს საქმე. „ახლა გამოდიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები – აი, „ნაციონალები“ ბევრი ჩამოვიდნენ, აი, „ნაციონალებს“ უნდათ არეულობა. ნუ დაკომპლექსდებით, ეს არარაოებები, ივანიშვილის შნირები ცდილობენ,დაგაკომპლექსონ, რომ არ გადახვიდეთ შეტევაზე, გული გისკდებოდეთ, რომ ვაიმე, […]
სააკაშვილი: უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე
როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში ძალიან ცუდად აქვს საქმე.
