LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bentley-ს კროსოვერი მძლავრ ყველგანმავლად გადააქციეს

ესპანურმა ატელიე Bengala Automotive Design Sl-მა ახალი ყველგანმავალის ესკიზები გამოაქვეყნა და სიახლე Bentley Bentayga-ს ბაზაზეა აგებული. სიახლე ბაზარზე მხოლოდ 15 ეგზემპლარად გამოვა.

ფირმის მთავარი სტუდია მადრიდშია განთავსებული და ძირითადად ესპანელებითაა დაკომპლექტებული. მათი მიზანი ყველაზე მამაკაცური და ამასთან ძალიან მდიდრული ავტომობილის შექმნა იყო.

პროექტის შესახებ ჯერ-ჯერობით მხოლოდ მცირე ინფორმაცია ვრცელდება და ცნობილია, რომ Bentley Bentayga ახალ ბამპერს, გაზრდილ საბურავებს და დამატებით საგზაო განათებას მიიღებს. კროსოვერის მასის შესამცირებლად ძარის დეტალების ნაწილი პლასტმასისგან დამზადდება, თუმცა ეს მის „სასტიკ“ ვიზუალზე არანაირ გავლენას არ მოახდენს.