მიხეილ ცაგარელის კვირის (20-26 მაისი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
ვერძი – მეტად პერსპექტიული კვირაა კარიერის გასავითარებლად, პროფესიული წინსვლისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. არაა გამორიცხული სწორედ თქვენ უხელმძღვანელოდ იმ კოლექტიურ პროექტებს, რომლებიც ერთის მხრივ, სოლიდური შემოსავლის მოგიტანთ, მეორეს მხრივ კი, მნიშვნელოვნად გააძლიერებს თქვენს ავტორიტეტს. მთავარია, არ შეუშინდეთ რისკს, კონკურეციას და თამამად გამოთქვათ საკუთარი აზრი.
კურო – მზე ისევ თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს კვირა, მით უფრო, რომ გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე გაძლიერდება შინაგანი შარმი და მომხიბვლელობაც, რაც უყურადღებოდ არც საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს დარჩებათ. იმოქმედეთ თამამად, რადგან სწორედ პარტნიორთა ნდობა დაგეხმარებათ გავლენის სფეროს გაფართოვებასა და ავტორიტეტის მოპოვებაში. კარგი პერიოდია საჭირო ინფორმაციის მისაღებად და ცოდნის გასაღრმავებლად, სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობისთვის, შემოქმედებითი პოტენციალის ახლებურად გამოსავლენად და ფართო პუბლიკის წინაშე სიტყვით წარსადგომად, ბიზნესის გასავითარებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. წარმატებით დაძლევთ უთანხმოებას პირად ურთიერთობებში, არაა გამორიცხული გაიჩინოთ ახალი სასიყვარულო პარტნიორი ან შეხვდეთ ადამიანს, რომელიც სერიოზულ გავლენას მოახდენს თქვენს მსოფლმხედველობაზე და განსაზღვრავს თქვენს ცხოვრებას.
ტყუპები – წინა კვირებისგან განსხვევავებით, ბევრად მშვიდი და სტაბილური კვირაა, რაც არცაა გასაკვირი, რადგან მზე სწორედ ახლა გადადის თქვენს ზოდიაქოს ნიშანში. გაძლირდება ენერგოტონუსი, სტაბილური გახდება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, იგრძნობთ ძალის და ენერგიის მოზღვავებას, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, კონტაქტურობის და კომუნიკაბელურობის გამოვლენას, ინტუიციაზე დაყრდნობითა და გავლენიან მფარველთა პროტექციით კი, შესაძლოა საკმაოდ პერსპექტიულ სამსახურსაც გამოჰკრათ ხელი. მეტად ნაყოფიერ კვირაში აუცილებლად უნდა გამოიჩინოთ სითამამე და მიმართოთ ხელმძღვანელებს საკუთარი იდეებით. მართალია, საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთგაგების მოძიების ფონზე ნებისმიერ მოლაპარაკებას თქვენს სასარგებლოდ დაასრულებთ, მაგრამ მაინც არ ღირს გეგმების წინასწარ გათქმა, რადგან ფარული მტრები და მოშურნეები, რომლებიც ფხიზლად არიან და თქვენს შეცდომებს ელიან, მაქსიმალურად ეცდებიან ხელის შეშლას.
კირჩხიბი – გაძლიერებული ინტუიციის და თვითრწმენის, ახლობელთა თანადგომით და ხელშეწყობით, რომლებიც მაქსიმალურად დაგეხმარებიან იდეების განხორციელებაში, კვირა პერსპექტიული და საკმაოდ შედეგიანი იქნება. არაა გამორიცხული მოულოდნელად შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც სერიოზულ გავლენას მოახდენენ თქვენს პროფესიულ ცხოვრებაზე და მხარში ამოგიდგებიან სამსახურში მიმდინარე ცვლილებების თქვენს სასარგებლოდ გამოყენებაში. კარგი პერიოდია კავშირების გაფართოვებლად და ვალების გასასტუმრებლად, თუმცა არ ღირს ძველ საქმეებს დაბრუნება, რადგან სასურველ შედეგს მაინც ვერ მიახწევთ და მხოლოდ რეპუტაციას გაიფუჭებთ.
ლომი – საკმაოდ პოზიტიურ კვირაში მარტივად დაძლევთ ძველ პრობლემებს, გარშემომყოფებთან ურთიერთგაგების მოძიების ფონზე კი, სწრაფად მოაგვარებთ ყველა უთანხმოებას. კარგი პერიოდია კოლექტიური პროექტების დასაგეგმად და განსახორციელებლად, ახალი სამსახურის მოსაძიებლად და თანამშრომლების მისაღებად, საქმიანი შეხვედრების და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გასამართად, მით უფრო, რომ დაძაბული სიტუაცია განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე, აბსოლუტურად ბუნებრივად შეიცვლება უკეთესობისკენ.
ქალწული – მეტად ჰარმონიულ, სასიკეთო ცვლილებების კვირაში, როცა გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობა, სწრაფად გამოძებნით საერთო ენას გარშემომყოფებთან და მარტივად დაძლევთ ყველა ძველ უთანხმოებას. სასიკეთო პერიოდია მოგზაურობისთვის, გასართობი ღონისძიებების და სადღესასწაულო წვეულებების მოსაწყობად, ინტელექტუალური, შემოქმედებითი პოტენციალის გამოსავლენად და ბიზნესის გასაფართოვებლად, უძრავი ქონების შესაძენად, ბინის ინტერიერის შესაცვლელად და ბევრად მყუდრო, კომფორტული გარემოს შესაქმნელად. თუმცა არ ღირს ზედმეტად გადატვირთვა, უმჯობესია თანაბრად გადაანაწილოთ დრო სამუშაოსა და დასვენებაზე, რათა თავი დააღწიოთ ჯანმრთელობის პრობლემებს.
სასწორი – კომოსის დადებითი ენერგიის წყალობით მშვიდ და მეტად სასიკეთო კვირაში, მხოლოდ პოზიტიური ცვლიელებებია მოსალოდნელი. შეძლებთ გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიებას, ახლობლებთან, კოლეგებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას და ავტორიტეტის გაზრდას. მთავარია, იყოთ კორექტული და არ დაივიწყოთ ჩვეული დიპლომატია, რომელიც ყოველთვის კეთილად განაწყობდა ადამიანებს თქვენს მიმართ. კარგი პერიოდია გააქტიურებისთვის, ინიციატივის გამოსაჩენად და საკუთარ თავზე ლიდერის ფუნქციის ასაღებად.
მორიელი – აქტიურ და საკმაოდ ნაყოფიერ კვირაში არ გაგიჭირდებათ ინიციატივის გამოჩენა და გავლენის სფეროების გაფართოვება. მთავარია, გამოიყენოთ ინტუიცია, ორატორული ნიჭი და დაარწუნოთ პარტნიორები საკუთარი მოსაზრებების მართებულობასა და პროექტების შედეგიანობაში. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გასამართად, თანამოაზრეებისა და ახალი მოკავშირეების მოსაძიებლად. არაა გამორიცხული მოულოდნელად გაგიტაცოთ რომანტიკულმა თავგადასავალმა ან შეხვდეთ ადამიანს, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თქვენს მომავალს.
მშვილდოსანი – მეტად პოზიტიურ, ნაყოფიერ კვირაში ობიექტურად შეძლებთ არსებული შანსების შეფასებას და წარმატებით გამოყენებას, ახალი პროექტებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. არაა გამორიცხული მოიძიოთ ახალი სამსახური ან აბსოლუტურად ახალ სფეროში მოისურვოთ შესაძლებლობების მოსინჯვა.
თხის რქა – მშვიდ და ჰარმონიულ კვირაში, როცა საგრძნობლად გაძლიერდება თვითრწმენა, ბევრად კომფორტულად იგრძნობთ თავს, ვიდრე წინა კვირაში და არა მხოლოდ საკუთარი საქმეების ორგანიზებას შეძლებთ, არამედ სხვათა უსიამოვნებებსაც თვითონ მოაგვარებთ, რაც კიდევ უფრო გაზრდის თქვენს ავტორიტეტს და გააძლიერებს სოციალურ სტატუსს. კარგი პერიოდია ძველი კონფლიქტების იმ უთანხმოების მოსაგვარებლად, რომელიც დიდხანს არ გაძლევდათ მოსვენებას. მთავარია, ბოროტად არ გამოიყენოთ ძალაუფლება და არ სცადოთ გარშემომყოფთათვის საკუთარი შეხედულებების თავსმოხვევა, რათა არ გამოიწვით გაღიზიანება და არ დაკარგოთ მათი ნდობა.
მერწყული – ბევრად ლაღად და თავისუფლად იგრძნობთ თავს ვიდრე წინა კვირაში, ამიტომ არ გაგიჭირდებათ შემოქმედებითი ნიჭის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენა, ინიციატივის საკუთარ თავზე აღება და მიმდინარე მოვლენების გაკონტროლება, გარშემომყოფებზე გავლენის მოხდენა და თქვენთვის სასურველი შედეგის მიღწევა. კარგი პერიოდია უძრავ ქონებასთან ან ფინანსებთან დაკავშირებული საკამათო საკითხების გასარკვევად და უთანხმოების მოსაგვარებლად.
თევზები – მეტად ჰარმონიულ კვირაში, როცა გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, გაგიუმჯობესდებათ გუნება-განწყობაც, ბევრად ოპტიმისტურად შეხედავთ ცხოვრებას და აქტიურად შეუდგებით სამომავლო გეგმების დასახვას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად და ცოდნის გასაღრმავებლად, შემოქმედებითი, ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
გეომაგნიტური დღეები – 20, 23 და 26 მაისი.
