მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 21:00-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური გავლენა მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა მოდუნებული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს სახიფათო და ავარიული სიტუაციების შექმნის მიზეზი.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისთვის, უცხოელ პარტნიორებთან კავშირების დასამყარებლად და კაპიტალის დასაბანდებლად, თვითშემეცნებისა და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად და საამრთლო პროცესების გასამართად, სპორტული, კულტურული ღონისძიებების და საიუბილეო საღამოების მოსაწყობად, ანტიკვარული ნივთების და სამგზავრო ბილეთების შესაძენად.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია პირველ რიგში გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას შეუქმნის პრობლემებს, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ სუფთა ჰაერზე, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, უცხიმო ხორცით და ზღვის პროდუქტით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი და იისფერი, ლურჯი და ცისფერი, ასევე ფირუზი, ლალი და ბრილიანტი, საფირონი და ლაზურიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმიური ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დღევანდელი სიზმრები უახლოეს 20 დღეში ახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – წარმატება ელით ტყუპებს, ლომს, სასწორს და მშვილდოსანს, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ კურო, მორიელი და თხის რქა.
