LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”მიყვარს” – ბრიტნი სპირსის რომანტიკული ფოტოები ბოიფრენდთან ერთად

ბრიტნი სპირსის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.

ამ დღეებში, პოპის პრინცესამ თაყვანისმცემლებს ცეცხლოვანი ცეკვის ვიდეო, ახლახან კი ერთდროულად სამი რომანტიკული ფოტო გაუზიარა, რომლებშიც ის ბოიფრენდთან, სემს ასგარისთან ერთად პოზირებს.

ფოტოებზე, 37 წლის მომღერალი და 25 წლის მოდელი ერთმანეთს ეხუტება და იღიმის.

”მიყვარს”, – სწორედ ასე დაასათაურა ამერიკელმა შემსრულებელი პოსტი, რომელიც ”ინსტაგრამის” მილიონზე მეტმა მომხმარებელმა მოიწონა.

 

View this post on Instagram

 

I love this man @samasghari

A post shared by Britney Spears (@britneyspears) on

შეგახსენებთ, რომ ბრიტნი სპირსი და სემ ასგარი ერთმანეთს 2016 წლიდან ხვდებიან. მათ ერთმანეთი სიმღერის Slumber Party კლიპის გადაღებებზე გაიცნეს.