შერონ სტოუნის პიკანტური ფოტოები პორტუგალიური ”ვოგიდან” ინტერნეტს კვლავ იპყრობს.
შერონ სტოუნის პიკანტური ფოტოები ინტერნეტს იპყრობს - მსახიობმა საკულტო კადრი ფილმიდან ,,ძირითადი ინსტინქტი'' გაიმეორა
შერონ სტოუნი ერთ-ერთია იმ ჰოლივუდელ ქალებს შორის, რომელთაც ასაკი არ აშინებთ.
მასშტაბური ეიფორიის მიუხედავად, 61 წლის ვარსკვლავმა საზოგადოების აღფრთოვანება მაინც მოახერხა და ლოს-ანჯელესში გამართული საქველმოქმედო საღამოდან თაყვანისმცემლებს თვალი კიდევ ერთხელ მოსჭრა.
ღონისძიებაზე ამერიკელი მსახიობი შავი ქსოვილის გამჭვირვალე კაბით მივიდა, რომელსაც წითელი თავსაფარი, ამავე ფერის, წიგნის ფორმის კლაჩი და სათვალე შეუხამა.




ცნობისთვის, მსგავსი სტილის სამოსი შერონ სტოუნის გარდერობში იშვიათობას არ წარმოადგენს, რასაც ცოტა ხნის წინ მისი ”გრემის” შემდგომ წვეულებაზე გამოჩენაც მოწმობს.


