უიტნი ჰიუსტონი სცენაზე ჰოლოგრამული გამოსახულებით დაბრუნდება.
ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის რძლის, პეტის განცხადებით, კონცერტების სერიას უიტნის თაყვანისმცემლებს მსოფლიო მასშტაბით შესთავაზებენ.

ცნობილია, რომ უახლოეს მომავალში ”გრემის” ლაურეატი არტისტის გარდაცვალების შემდგომი ალბომის გამოშვებაც იგეგმება, რომელშიც მომღერლის აქამდე უცნობი სიმღერები შევა.
გაირკვა, რომ დღის წესრიგში ასევე ბროდვეიზე, შემსრულებლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მიუზიკლის დადგმაც დგას.

შეგახსენებთ, რომ უიტნი ჰიუსტონი აქამდე ერთხელ ჰოლოგრამის სახით უკვე დაბრუნდა სცენაზე. მისი პერფორმანსი The Voice-ში კრისტინა აგილერასთან ერთად შედგა.
