LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი სელინ დიონის კონცერტზე – წყვილმა ქორწინების იუბილე აღნიშნა (ფოტო)

24 მაისს, კიმ კარდაშიანმა და კანიე უესტმა ქორწინების 5 წლის იუბილე აღნიშნეს.

,,5 წლის წინ ამ დღეს საუკეთესო მეგობარზე ვიქორწინე”, – დაწერა პოსტის აღწერაში ამერიკელმა სატელევიზიო სახემ, რომელმაც ,,ინსტაგრამზე” საქორწილო წვეულების აქამდე უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა.

 

View this post on Instagram

 

5 years ago today I married my best friend. ✨

A post shared by Kim Kardashian West (@kimkardashian) on

 

View this post on Instagram

 

KIMYE 4 EVA

A post shared by Kim Kardashian West (@kimkardashian) on

გაირკვა, რომ ვარსკვლავურმა წყვილმა სადღესასწაულო თარიღი ლას-ვეგასში, სელინ დიონის კონცერტზე იზეიმა.

ინფორმაცია ამის შესახებ ცნობილი თავად კანადელი შემსრულებლისგან გახდა, რომელმაც 38 წლის სელებრითთან და 41 წლის რეპერთან ერთად გადაღებული ფოტოთი მათ იუბილე მიულოცა და შოუზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

View this post on Instagram

 

Happy 5th anniversary @kimkardashian and Kanye! Thanks for coming to see my show! – Celine xx…⁣ .⁣ Joyeux 5e anniversaire de mariage @kimkardashian et Kanye! Merci d’être venus voir mon spectacle ! – Céline xx…⁣ .⁣ ?: Cashman

A post shared by Céline Dion (@celinedion) on

შეგახსენებთ, რომ კიმ კარდაშიანმა და კანიე უესტმა 2014 წელს იქორწინეს. ისინი 4 შვილის მშობლები არიან, რომელთაგან ფსალმი ქვეყანას სუროგატი დედის დახმარებით, 10 მაისს მოევლინა.

კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მეოთხე შვილის მშობლები გახდნენ (ფოტო)

კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის მეოთხე შვილის სახელი და ბიჭუნას პირველი ფოტო