გადაცემა After-ის სტუმარი ალექსანდრე თოდაძე სასცენო სახელით Hä Djaka იყო. ახალგაზრდა დიჯეიმ ,,ფორტუნა პლუსის’‘ მსმენელს ექსკლუზიურად მისი ალბომის 2 ტრეკი შესთავაზა.
– რატომ Hä Djaka?
Hä Djaka არის არარეალური ინსპირაციის წყარო გადმოტანილი რეალურ სამყაროში. თითქოს შეძახილია, რომელიც მხოლოდ მე გამიგია.
– საიდან იწყება შენი მუსიკალური კარიერა?
5 წლის წინ დავიწყე მუსიკის კეთება, პირველი წელი თვითნასწავლად ვითვლებოდი. დავიწყე მუსიკის წერით, 3 წელია, რაც დიჯეინგით დავკავდი. ფროდაქშენის კურსი მაქვს გავლილი.
– რამდენი წლის ხარ?
24.

– კოლაბორაცია თუ გაქვს ვინმესთან?
არა. მქონია შემოთავაზებები, თუმცა უინტერესო.
– ალბომი…
6 ტრეკს მოიცავს, არის დაბ-ტექნო, ექსპერიმენტალი. მსმენელი მხოლოდ ერთ ჟანრს არ მოისმენს. ვიყენებ ვოკალს, ჩემს ხმას და სიტყვებს, რომლებსაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
წარმატებებს გისურვებთ!
გადაცემის აუდიოჩანაწერი:
