LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ფეხით შემდეგ მსვლელობას ბრიუსელში აანონსებს

აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ფეხით შემდეგ მსვლელობას ბრიუსელისკენ გეგმავს. ის ამბობს, რომ გზავნილი საქართველოს ნატოში გაწევრების მოთხოვნა იქნება.

“შემდეგი მსვლელობა იქნება შემდეგ წელს!
ჩავალ ბრიუსელში, ნატოს შტაბბინასთან, 4720 კილომეტრს გავივლი 6 თვეში მივიტან თქვენს გზავნილს!
ხმამაღლა ვიყვირებ რომ ჩვენი ადგილი მათ გვერდითაა და დამპალ ოკუპანტთან მარტო არ უნდა დაგვტოვონ!
არ გაჩერდე საქართველო” – წერს მაქარაშვილი

https://www.facebook.com/photo.php?fbid=10216656408375579&set=a.1907547401345&type=3&theater

მაქარაშვილმა პირველი მსვლელობა 2018 წელს მოაწყო. ის 13-დღიანი მსვლელობის შემდეგ, სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, ენგურის ხიდთან ჩავიდა.

მეორე მსვლელობა 2019 წელს თელავიდან დაიწყო მესტიამდე. ეს მსვლელობა 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს დასრულდა.