მას შემდეგ, რაც მაილი საირუსმა მეორე მინი ალბომის She Is Coming გამოსვლის შესახებ განაცხადა, ამერიკელი მომღერალი მომავალი დისკის სიმღერების პრემიერით BBC Radio 1’s Big Weekend-ზე წარდგა.
She Is Coming – მაილი საირუსის სიურპრიზი თაყვანისმცემლებს (ვიდეო)
View this post on Instagram
საღამოზე შესრულებული სამი სინგლიდან საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება Cattitude-მა მიიპყრო, რომელსაც საკმაოდ პროვოკაციული ტექსტი აქვს.
საქმე ისაა, რომ 26 წლის შემსრულებელი ახალ ნამუშევარში ნიკი მინაჟსა და ქარდი ბის ახსენებს.
,,ნიკი მიყვარხარ, მაგრამ ქარდის ვუსმენ”, – სწორედ ამ ფრაზით ის რეპერებს უმღერის.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სიახლეში ისეთი ვარსკვლავების სახელებიც ისმის, როგორებიც: ბიონსე და ილონ მასკი არიან.
