LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრედი მერკურისა და ელტონ ჯონის შემდეგ, ჰოლივუდში ბოი ჯორჯით დაინტერესდნენ

ფრედი მერკურისა და ელტონ ჯონის შესახებ გადაღებული ფილმების, ,,ბოჰემური რაფსოდიისა” და ,,როქეთმენის” შემდეგ, ჰოლივუდში ბოი ჯორჯის ცხოვრებითა და მუსიკალური კარიერით დაინტერესდნენ.

გაირკვა, რომ ბიოგრაფიულ დრამას Culture Club-ის ლიდერზე ამერიკული მედია კომპანია Metro-Goldwyn-Mayer გადაიღებს.

სცენარს კინოსურათისთვის საშა ჯერვასი დაწერს, პროექტის პროდიუსერები კი თავად ინგლისელი მუსიკოსი, მისი მენეჯერი, პოლ კემსლი და კევინ კინგ ტემპლტონი იქნებიან.

ბიოპიკის სახელწოდება და ლეგენდარული ვარსკვლავის როლის შემსრულებელის ვინაობა, ჯერჯერობით უცნობია.

ბოი ჯორჯი

Culture Club