LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტრონული ჰიპერქარი Pinifarina ლეონარდო და ვინჩის გამოფენის ნაწილად იქცა

კომპანია Automobili Pininfarina ლეონარდო და ვინჩის 500 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენის ნაწილად იქცა. იტალიურმა ბრენდმა დამთვალიერებელს ელექტრონული ჰიპერქარის Battista-ს უნიკალური ვერსია წარუდგინა.

გამოფენა სახელად A Mind in Motion და ვინჩის ნამუშევრებს ეძღვნება. ხელოვანი მოძრაობის თეორიით იყო გატაცებული და მოძრაობას მთელი ცხოვრების მთავარ მიზეზად თვლიდა. Pininfarina-ში დარწმუნებულნი არიან, რომ  მთელი მათი შემოქმედება სწორედ და ვინჩის პრინციპებზეა დამყარებული. საუბარია – ფორმისა და ფუნქიონალურობის გაერთიანებაზე, ასევე ხელოვნებას, დიზაინსა და ინჟინერიას შორის საზღვრების გაქრობაზე.

გამოფენაზე გამოტანილმა ჰიპერქარმა კი გეომეტრიულად მოხატული ძარა მიიღო. მთავარი ფერი – თეთრია, დამატებით კი – წითელი, ცისფერი და შავი ფერებიცაა გამოყენებული.