ავსტრიამ Volkswagen-ის ტრადიციულ ფესტივალს უმასპინძლა და მთავარ მოვლენად ორი შოუ-ქარის პრეზენტაცია იქცა. პირველი ავტომობილი Golf GTI-ის ბაზაზეა აგებული, მეორემ კი – Gold Estate-ის უნივერსალის ბაზა მიიღო.
Volkswagen Golf GTI Aurora-ს კონცეპტი ვოლფსბურგის სასწავლებლის სტუდენტებმა შექმნეს. ჰეტჩბეკი დამატებითი ელექტრო სისტემებითაა აღჭურვილი. ყველა მგზავრს ექნება ინდივიდუალური პლანშეტი, რომლის მეშვეობითაც ავტომობილის პარამეტრების კონტროლი და აუდიოსისტემების მართვა იქნება შესაძლებელი. სალონის დიზაინი და ყველა დეკორატიული ელემენტიც სტუდენტების ჩანახატების მიხედვით შეიქმნა.

Golf GTI Aurora მოქმედებაში 2,0 ლიტრის მოცულობის ტურბოძრავს მოყავს და მას 380 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატი 7 საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.




https://motor.ru/news/vw-concepts-29-05-2019.htm
