LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუსაჯონ, რომ ქანთარიამ ატაროს 6 თვე ერთ-ერთი პიჯაკი – გოცირიძე სააკაშვილის ექსტრადირებაზე

არც უკრაინა გადმოსცემს საქართველოს მიხეილ სააკაშვილს და არც ამათ უნდათ, რომ მიიღონ, -ამის შესახებ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა.

რომან გოცირიძე სააკაშვილთან დაკავშირებულ საქმეს სასაცილოს უწოდებს და პროკურატურას რჩევას აძლევს.

“მარტივი გამოსავალი არის რომელიმე ერთ-ერთ პიჯაკს, რომელიც უკვე ექსტრადირებულია, მიუსაჯონ და სასჯელად განუსაზღვრონ, რომ ატაროს ნუკრი ქანთარიამ ექვსი თვე. ამით ეს პრობლემა გადაიჭრება”, -განაცხადა რომან გოცირიძემ.