ლისის ტბაზე პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ერთ-ერთი პოლიციელი შეუძლოდ გახდა. სასწრაფო ბრიგადამ მას პირველადი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა. მოგვიანებით, პოლიციელთან შს მინისტრი მივიდა და გაესაუბრა. ვიდეომასალას “primetime” ავრცელებს.
31 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის დღეს აღნიშნავს. პოლიციის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება ლისის ტბაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.
გახარია პოლიციელებს: უდიდესი ღირსებაა ვემსახურო საქართველოს თქვენთან ერთად
პოლიციელები თავიანთ დღეს ასმეერთედ აღნიშნავენ
პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, სამინისტროს 1 400- მდე თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის ვადამდელი წოდებები მიენიჭათ, სამკერდე ნიშნები და მადლობის სიგელები გადაეცათ.
