LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:00-დან 09:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა მოდუნებული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ტრავმებისა და ავარიების მიზეზი.

ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, გაითვალისწინეთ ხანდაზმული ქალბატონების რჩევა და თავი შეიკავეთ ხელმძღვანელებთან კამათისგან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისთვის, ახალი შთაბეჭდილებების, ნაცნობების შესაძენად და კონტაქტების გასაფართოვებლად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ცხოველების, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის შესაძენად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია პრობლემებს შეუქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. სასიკეთო დღეა სახის კანის გასაწმენდად და კბილების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ფარისებრ ჯირკვალს. გაამდიდრეთ კვების რაციონი ბოსტნეულით და რძის პროდუქტით, კვერცხით, თევზით და უცხიმო ხორცით.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი და მწვანე, ყავისფერი და კრემისფერი,  ასევე აგატი, მალაქიტი და ონიქსი, ზურმუხტი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს შარმს, კოსმიური ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – სასიკეთო დღეა კირჩხიბისა და ქალწულისთვის, ნაკლებად წარმატებული დღე ელით ვერძს და მერწყულს.