დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და ენერგიული, კონტაქტური და კომუნიკაბელური ტყუპების, მთვარე კი, ორგანიზებული და დისციპლინირებული კუროს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ადამიანებშიც ხასიათის სწორედ ეს თვისებები იქნება პრიორიტეტული.
აკონტროლეთ საკუთარი ბიუჯეტი, კარგად გაიაზრეთ ყველა გადაწყვეტილება და მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ქორწინებისა და სასიყვარულო თავგადასავლებისთვის, ახალი ნაცნობების შესაძენად და კონტაქტების გასაფართოვებლად, სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, უძრავი ქონების და სამშენებლო მასალის შესაძენად.
ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი საქონლის ან ქათმის ღვიძლით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე და ლურჯი, ყავისფერი და ნარინჯისფერი, ასევე აგატი, მალაქიტი და ყვითელი იასპი, მარჯანი და ქრიზოპრაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმიური ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დღევანდელი სიზმრი მომავალი პრობლემების მაუწყებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და მორიელისთვის, შედარებით რთული იქნება დღე სასწორისა და მშვილდოსნისთვის.
