უცხოური მედია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი პრინცი ჰარი British Airways-ს ბორტზე დააფიქსირეს. სასექსის ჰერცოგი რომში საქველმოქმედო ორგანიზაციის ღონისძიებას დაესწრო და ლონდონში დაბრუნდა.
როგორც გამოცემა “independent” წერს, ჰარის ამ საქციელებმა ბრიტანელების მოწონება დაიმსახურა.
“ვდგავარ, ვიყურები და ვხედავ კაცს, რომელიც ძალიან ჰგავს პრინც ჰარის. თითზე საქორწინო ბეჭედი უკეთია და ძალიან დაღლილი ჩანს. მის გვერდით მყოფი კაცი დაცვის წევრს ჰგავს, მე მიყურებს. როგორც იქნა, გონება გამინათდა და მივხვდი, რომ ეს პრინცი ჰარია, რომელიც რომიდან ლონდონში მიფრინავს, ჰარიმ ზრდილობიანად გაგვიღიმა და მოგვესალმა“, – წერდა რეისის ერთ-ერთი მგზავრი.

აღსანიშნავია, რომ პრინცი ჰარი სამეფო ოჯახიდან პირველი არ არის რომელმაც ეკონომკლასით იმგზავრა. როგორც უცხოური მედია წერს, აშშ-სა და ევროპაში, პრინცი იულიამი და ქეით მიდლტონიც ეკონომკლასით ხშირად დაფრინავენ.
