LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილი აილიშმა მელისა მაკარტი შეაშინა (ვიდეო)

მელისა მაკარტი, რომელიც ტიფანი ჰადიშთან და ელიზაბეტ მოსთან ერთად, ელენ დეჯენერისის შოუს სტუმრობდა, გადაცემის წამყვანის მორიგ მსხვერპლად იქცა.

ყველასთვის ცნობილია, რომ ელენი თავისი შოუს სტუმრებს უხერხულ მდგომარეობაში ხშირად აგდებს.

ელენ დეჯენერისმა კრის ჯენერი შეაშინა (ფოტო/ვიდეო)

ჰელოუინზე ელენ დეჯენერისმა ამერიკული სატელევიზიო შოუს The Bachelor კონკურსანტი განასახიერა.

ამჯერადაც, სატელევიზიო სახემ მსახიობებზე მოულოდნელი თავდასხმა განახორციელა, თუმცა ვარსკვლავური ტრიოს შემადგენლობიდან ყველაზე მეტად სწორედ მაკკარტი დაზარალდა.

საქმე ისაა, რომ მელისამ ელენთან საუბრისას, ბილი აილიშისადმი სიმპათია გამოხატა, რა დროსაც ყუთიდან, რომელიც მის გვერდით იდო, ახალგაზრდა მომღერალი ამოხტა.

აღსანიშნავია, რომ ემოცია იმდენად მძაფრი იყო, რომ ამერიკელმა მსახიობმა შიშისგან კივილი დაიწყო, შემდეგ კი გოგონას ჩაეხუტა.

 

View this post on Instagram

 

Best new scare tactic: @BillieEilish in a box. Sorry, @MelissaMcCarthy.

A post shared by Ellen (@theellenshow) on