LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ელექტროენერგიის კუთხით იმპორტდამოკიდებულება იზრდება

ელექტროენერგიის კუთხით იმპორტდამოკიდებულება იზრდება, – ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ განაცხადა. ის მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია იმპორტდამოკიდებულების ზრდის ტენდენცია შემცირდეს.

„ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის იმპორტდამოკიდებულების ზრდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში იმპორტი არის გაზრდილი თითქმის სამჯერ. ეს დამოკიდებულება ცალსახად უნდა შემცირდეს და ეს უნდა შემცირდეს ადგილობრივი გენერაციის განვითარების ხარჯზე. ადგილობრივი გენერაცია სამწუხაროდ არ ვითარდება იმ ტემპით, რა ტემპითაც იზრდება მოხმარება. შესაბამისად, მომდევნო წლებში ეს უნდა იყოს სექტორისთვის მთავარი გამოწვევა”, – განაცხადა ირინა მილორავამ.