LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთადგილიანი Porsche სერიული ვერ გახდება

კომპანია „პორშემ“ ახალი სპორტული ავტომობილი 981 Boxster-ის ბაზაზე ააგო და მისი ინტერიერი 1968 წლის Bergspyder-ის ანალოგიურია. თუმცა, თანამედროვე სპიდსტერის ისტორია წინამორბედისგან განსხვავებული იქნება და ბაზარზე გამოსვლა მას არასდროს ეღირსება.

პირველი ერთადგილიანი Porsche 1968 წელს გამოვიდა და ის მთა-გორიან ტერიტორიაზე სამოძრაოდ იყო განკუთვნილი. მოდელი თეთრ და მწვანე ფერებში იყო შესრულებული და მხოლოდ 384 კილოგრამს იწონიდა. სპორტქარი რამდენიმე თვე გამოდიოდა, თუმცა ეს სრულად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ ავტოსამყაროში თავისი კვალი დაეტოვებინა.

მრავალი წლის გასვლის შემდეგ „პორშეს“ ტოპ-მენეჯერმა ლეგენდის გაცოცხლება გადაწყვიტა. ჩანაფიქრის მიხედვით, სიახლე ბევრად უფრო რადიკალური და უკომპრომისო უნდა გამოსულიყო. შედეგად კი მინიმალისტური დიზაინის მქონე Bergspyder შეიქმნა და ერთადგილიან სპიდსტერს 100 კმ-მდე გასახურებლად მხოლოდ 4 წამი სჭირდება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ გადაწყდა, რომ ავტომობილი ერთადერთ ეგზემპლარად იარსებებს და ბაზარზე გამოსვლა არ ეღირსება.