LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გააკეთა ინაუგურაციის შემდეგ? – ზურაბიშვილისა და ზელენსკის შედარება

სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და უკრაინის ახალი პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებული საქმეების შედარება ვრცელდება.

რა გააკეთა 12 დღეში ზელენსკიმ და რა ვერ გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა 7 თვეში:

“ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციიდან (20 მაისიდან) თითქმის 12 დღე გავიდა, ამ დროში მან;

– დაითხოვა პარლამენტი.

– ჩავიდა ფრონტის ხაზზე.

– დეპუტატებს მოუხსნა იმუნიტეტი.

– მიიღო მოწვევა დონალდ ტრამპისგან.

– მოქალაქეობა დაუბრუნა სააკაშვილს.

– ევროკავშირს მოუწოდა რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებისკენ.

– დანიშნა რეფერენდუმი ოკუპირებული ტერიტორიებისა და უკრაინის სამომავლო კურის შესახებ.

– პარტიაში “ხალხის მსახური” მოიწვია განათლებული და პროგრესული ახალგაზრდები რომელთაც მისცა შანში პარლამენტში მოხვედრისა.

– ჩინოვნიკებს აუკრძალა საჯარო დაწესებულებებსა და კაბინეტებში მისი სურათების ჩამოკიდება.

– პოროშენკოსა და ბევრი სხვა კორუმპირებული ჩინოვნიკის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება.

 

ხოლო სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციიდან გავიდა 7 თვე, რა გააკეთა მან?!

– უარი მიიღო აშშ-ში ვიზიტზე.

– უარი თქვა შვილმოკლულ მამებთან შეხვედრაზე.

– უარი თქვა მაღაროელებთან შეხვედრაზე.

– უარი თქვა საოკუპაციო ზონასთან ჩასვლაზე.

– დიპლომატიურ კორპუსს მოსთხოვა მისი სურათის ჩამოკიდება კაბინეტებში.

– ჩავიდა აზერბაიჯანში, შემდგომ კი დავით-გარეჯაში, რასაც სიტუაციის დაძაბვა მოჰყვა.

– ჩავიდა ევროპის ქვეყნებში და დაარწმუნა იქაური ლიდერები, რომ საქ.-ო უსაფრთხო ქვეყანაა, რის გამოც დაიწყო ქართველ ემიგრანტთა შევიწროება-დეპორტირება.

 

უკრაინელებმა დაამარცხეს ოლიგარქთა მთელი კასტა, პოროშენკოს ჩათვლით, თან როგორი ანგარიშით, 75-25, ხოლო ქართველი ერი დაგვაჩმორა ერთმა ოლიგარქმა, თან როგორი ანგარიშით, 40-60.

უკრაინა არის სახელმწიფო, ჩვენ ქვე-ყანა,” – წერს იმედა არაბული.