ახალმთვარეობის საკმაოდ მძიმე დღეა, რადგან მზის და მთვარის ენერგიის ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში შეერთება, ადამიანთა აგრესიას, სულსწრაფობას და დეპრესიისკენ მიდრეკილებას გააძლიერებს, მოიმატებს კონფლიქტების და დაპირისპირების, ცდუნებების და შეცდომების, დაცინვის, ჭორების და ინტრიგების, ძარცვის და ქურდობის, ტრავმებისა და ავარიების ალბათობა.
აკონტროლეთ ემოციები, არ აჰყვებით პროვოკაციებს და მაქსიმალურად მოერიდეთ გარშემომყოფებთან კამათს, ყურადღებით გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია და ნუ ენდობით სხვათა ნათქვამს, რადგან მაღალია შეცდომაში შეყვანის და მოტყუების შანსი.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ცოდნის შესაძენად და თვალსაწიერის გასაფართოვებლად. არ ღირს ნიშნობის მოწყობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, ახალი საქმის დაწყება, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გამართვა და სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება, რადგან მათი უმეტესობა ფუჭი და აბსოლუტურად უშედეგო აღმოჩნდება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის გამართულ მუშაობაზე, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხელებს და მხრებს. კარგი დღეა მავნე ჩვევების დასამარცხებლად და დიეტის დასაწყებად.
დღის ფერები და მინერალები – ვერცხლისფერი, ოქროსფერი და ნარინჯისფერი, იისფერი და ცისფერი, ასევე თოფაზი, სერდოლიკი და აქვამარინი, იაგუნდი და ნეფრიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულთათვის, შედარებით დაძაბული დღე ელით კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.
