ბრიტნი სპირსმა ,,ინსტაგრამის” 21 მილიონზე მეტ გამომწერს ახალი ვიდეო გაუზიარა, რომელშიც პოპის პრინცესა ბილი აილიშის ჰიტზე bad guy ცეკვავს.
პოსტის აღწერაში 37 წლის შემსრულებელმა 17 წლის კოლეგის მონიშვნით, ხაზი სიმღერის შესანიშნავობას გაუსვა, რამაც ეს უკანასკნელი აღაფრთოვანა.
აღსანიშნავია, რომ ვიდეოში 2001 წლის MTV Video Music Awards-ის პერფორმანსით შთაგონებული ამერიკელი ვარსკვლავი ცეკვისას სათამაშო გველს აბზრიალებს, რაზეც მომღერლის ბოიფრენდმა, სემ ასგარიმ კომენტარებში იხუმრა, რომ ამის შემდეგ ქვეწარმავალს თავბრუ ესხმის.


