LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფატი ბროლაშვილის და გიორგი ჩიტაურის დუეტის პრემიერა „რადიო დუეტში”

გადაცემას „რადიო დუეტი”  ფატი ბროლაშვილი და გიორგი ჩიტაური სტუმრობდნენ. გადაცემის ფარგლებში მათი დუეტის პრემიერა შედგა, სიმღერის ავტორი ფატი ბროლაშვილია. ახალი ნამუშევარი ზაზა გოჩიტაშვილის სტუდიაში დამზადდა. გიორგი ჩიტაურმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შემოქმედებითი ცხოვრების გააქტიურების პირობა დადო, ფატი ბროლაშვილმა კი მის ახალ ამბომზე ისაუბრა, რომელშიც 17 სიმღერაა შესული.

როდის გაჩნდა თქვენი დუეტის იდეა, როდის დაიწყეთ მეგობრობა ?

ფატი:

ჩვენი მეგობრობა აღარც კი მახსოვს როდის დაიწყო, დუეტის იდეას რაც შეეხება, სიმღერა მე დავწერე . მე და გიო მეგობრები ვართ და შესაბამისად ხშირად ვსტუმრობთ ერთმანეთს. გიო იყო ჩემთან მოსული და მოვასმენინე ჩემი ახალი დაწერილი სიმღერა, ვუმღერე და ძალიან მოეწონა, შემომთავაზა ერთად გვემღერა და  ორივეს ძალიან მოგვეწონა. სიმღერა „ზე” სტუდიაში, ზაზა გოჩიტაშვილთან დამზადდა.

გიორგი რა ხდება შენსკენ საინტერესო გარდა იმისა, რომ თქვენს ერთობლივ სიმღერას მოვისმენთ ?

გიორგი:

ძალიან დიდი შემოქმედებითი პაუზა გამომივიდა, ადრე თქვენი ძალიან ხშირი სტუმარი ვიყავი. დიდი ხანია სიმღერა აღარ ჩამიწერია, ეხლა ჩავწერეთ მე და ფატიმ , რომლის პრემიერა თქვენთან იქნება . ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთგვარი სტარტი და წინაპირობა იმის, რომ შემდგომში უფრო აქტიური იყოს ჩემი შემოქმედებითი საქმიანობა. ასევე ვაპირებ კონცერტების გაკეთებას, ადრე ხშირად მქონდა რაიონებში კონცერტი  შესაბამისად ამ პროცესსაც დავიწყებთ.

ფატი რახდება სამომავლოდ, რა იგეგმება?

ფატი:

სოლო კონცერტის ჩატარება მინდა, ესაა ჩემი სამომავლო გეგმა. უკვე პირველი ალბომი გამოვუშვი, რომელიც მინდა გაჩუქო, რომელშიც 17 საავტორო სიმღერაა.

სად არის შენი ალბომის გიყდვა შესაძლებელი ფატი?

გასაყიდად არ გამომიშვია დისკი, ეს ძირითადად სასაჩუქრედ გამოვუშვი. სიამოვნებით ვაჩუქებ ჩემს თაყვანისმცემლებსაც, ვისაც ვუყვარვარ და უსმენს ჩემს შემოქმედებას. შეუძლიათ ფეისბუქის საშუალებით დამეკონტაქტონ და აუცილებლად მივაწვდი ჩემს ალბომს.

ძირითადად შენი სიმღერები რომელ სტუდიაში მზადდება, რომელ სტუდიასთან თანამშრომლობ?

ძირითადად ზაზა გოჩიტაშვილთან ,”ზე სტუდიაში”. ასევე ოთხი სიმღერა ბადრი ფილიშვილთანაც მაქვს ჩაწერილი, ასევე ვთანამშრომლობ მახო რეხვიაშვილთანაც.

დიდი მადლობა სტუმრობისთვის.

 

ფატი ბროლაშვილი & გიორგი ჩიტაური – დამიბრუნდი

 

გადაცემის აუდიჩანაწერი

 

ფატი ბროლაშვილი – თუკი არ გიყვარდი. Live

 

გიორგი ჩიტაური – მახსოვს ის ზაფხული. Live

 

ფატი ბროლაშვილი და გიორგი ჩიტაური. ვიდეო კოლაჟი