LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუა ლიპა ხმისჩამწერ სტუდიაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

დუა ლიპამ ფარელ უილიამსთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ ფოტო, რომელიც ინგლისელმა შემსრულებელმა ,,ინსტაგრამზე” ატვირთა, ხმისჩამწერ სტუდიაშია გადაღებული.

იმ ფონზე, როცა 23 წლის მომღერალი მიმდინარე წლის ბოლომდე მეორე სტუდიურ ალბომს გამოუშვებს, ახალგაზრდა ვარსკვლავის თაყვანისმცემლები ვარაუდობენ, რომ ,,გრემის” ლაურეატი არტისტები ერთობლივ სიმღერაზე მუშაობენ, რომლის დეტალები უცნობია.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ დუა ლიპამ ნაილ როჯერსთან ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა, რომლებიც ასევე ხმისჩამწერ სტუდიაშია გადაღებული.