LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი „ალექსანდრე მაკქუინის“ კაბაში და პრინცესა დაიანას გვირგვინით (ფოტო)

დონალდ და მელანია ტრამპების ლონდონში დაგეგმილი ვიზიტი ბუკინგემის სასახლეში წვეულებით გაიხსნა. 72 წლის დონალდ ტრამპსა და მის 49 წლის მეუღლეს ამჯერად სამეფო ოჯახმა  უმასპინძლა. სახელმწიფო ბანკეტზე ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდნენ დედოფალი ელისაბეტი, პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი, ბოლოს კი, პრინცი ჰარი.

ცხადია ყურადღება მიიქცია ქეით მიდლტონის ჩაცმულობამ. 37 წლის ქეითი ბრწყინავდა „ალექსანდრე მაკქუინის“ თეთრ მაქმანებიან კაბაში, რომელიც დედოფალ ელისაბეტის ყველაზე ძვირფას გვირგვინთამ ჰქონდა შეხამებული. ამ გვირგვინის მფლობელი მიდლტონამდე პრინცესა დაიანა იყო. ანსამბლს კი ბრილიანტის სამკაული ასრულებდა.