ელექტრონულმა სპორტპროტოტიპმა Volkswagen ID.R-მა ნიურბურგრინგის ტრასაზე ახალი რეკორდი დაამყარა. 20,8 კილომეტრის სიგრძის ტრასა მან 6 წუთსა და 05,336 წამში გაიარა, რაც 40,564 წამით უფრო ნაკლები დროა ვიდრე ჩინური ელექტრონული სუპერქარის Bio EP9-ის მიერ დაფიქსირებული მაჩვენებელი.
რეკორდული მსვლელობისთვის მოსამზადებლად ავტომობილს მთელი აგრეგატი განუახლეს. ორძრავინ მოწყობილობაში Volkswagen ID.R-ის ძრავი ჩაამონტაჟეს და ცხენის ძალები ბევრად გაზარდეს.
აღსანიშნავია, რომ ჩინური სპორტქარის საპასპორტე მონაცემები ბევრად უკეთესია, თუმცა ფაქტი სახეზეა და Volkswagen-მა მისი დამარცხება მარტივად შეძლო.
