კინოკომპანია „20 century fox” მუშაობს ახალ ფილმზე, რომელშიც ორი ავტოგიგანტის „ფერარისა“ და „ფორდის“ დაპირისპირება იქნება ასახული. ფილმს სახელად Ford V Ferrari ეწოდება და მასში მოთხრობილი იქნება ინჟინერთა ჯგუფზე, რომელიც 1966 წელს განსაკუთრებული „ფორდის“ შექმნაზე მუშაობდა.
ეკრანიზაციაში მთავარ როლებს მეტ დეიმონი და კრისტიან ბეილი შეასრულებენ. მათი გმირები Ford Motor Company-თვის რევოლუციურ სარბოლო ავტომობილს შექმნიან. ეს სწორედ ის ავტომობილია, რომელიც Ferrari-ს დაამარცხებს.
და ბოლოს, ფილმი კინოეკრანებზე 15 ნოემბერს გამოვა.
