LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქურდებს სიცოცხლე” – ქურდული წვეულება ციხეში (ვიდეო)

ქურდული წვეულება ციხეში. სომხური გამოცემა Орловские новости ავრცელებს ვიდეოს, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდის, არსენ მკრტიჩიანის (არსენ ერევანსკი) ორგანიზებით ქალაქ ლივნის N2-ე კოლონიაში გამართული ქურდული წვეულებაა ასახული.

ვიდეოში „კანონიერი ქურდის” შეძახილი ისმის: ქურდებს სიცოცხლე!  რომელსაც სხვა პატიმრები პასუხობენ – სამუდამოდ!

გავრცელებულ კადრებზე სომხეთის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ციხეში ქურდული წვეულება აღდგომის დღესასწაულზე გაიმართა, თუმცა ფაქტის ამსახველი კადრები მედიაში მხოლოდ ახლა გამოჩნდა.