LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქსელში ტინა კუნაკისა და ვენსან კასელის ქალიშვილის პირველი ფოტო გავრცელდა

ტინა კუნაკიმ და ვენსან კასელმა კანიდან მალიბუში გადაინაცვლეს. ამ დღეებში, ვარსკვლავური წყვილი ახალშობილ ქალიშვილთან ერთად, მზიან კალიფორნიაში სეირნობისას დააფიქსირეს.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც ქსელში გავრცელდა, პაპარაცებმა პირველად შეძლეს ამაზონის სახის გადაღება, რომელიც კადრში მტირალი მოხვდა.

აღმოჩნდა, რომ ახალბედა დედას ჯერ საკმარისი გამოცდილება არ აქვს, რადგან ატირებული პატარას დამშვიდება მამას მოუხდა.

შეგახსენებთ, რომ ტინა კუნაკი და ვენსან კასელი მშობლები 19 აპრილს გახდნენ. გოგონა 22 წლის მოდელისთვის პირველი, 52 წლის მსახიობისთვის კი – მესამე შვილია. ამ უკანასკნელს მონიკა ბელუჩისთან ქორწინებიდან, ორი ქალიშვილი, 14 წლის დევა და 9 წლის ლეონი ჰყავს.