Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა ელექტრონული პიკაპის სავარაუდო ღირებულება გაამხილა. სიახლემ Ford F-150 და Ram 1500-ს უნდა გაუწიოს კონკურენცია და მისი ფასი არც თუ ისე მაღალი, 49 ათასი დოლარი ან კიდევ უფრო ნაკლები იქნება.
ამჟამინდელი ინფორმაციით, Tesla-ს პიკაპი 2 ძრავიან აგრეგატს მიიღებს და მას უახლესი, ავტოპარკინგის სისტემაც ექნება. ერთი დამუხტვით ელექტროქარი 640-805 კილომეტრის გავლას შეძლებს.

„ტესლას“ მოუწევს რომ შტატებში ყველაზე პოპულარულ სამ პიკაპს გაუწიოს კონკურენცია. საუბარია Ford F-Series (გასულ წელს 909 330 ეგზემპლარი გაიყიდა ), Chevrolet Silverado-სა (583 227) და Ram-ზე (536 980). ამ მოდელების ფასი 28 ათასი დოლარიდან იწყება და 33 ათასამდე მერყეობს.
