LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაილი საირუსს თაყვანისმცემელი თმაში წვდა და ძალით აკოცა (ვიდეო)

ესპანეთში, მუსიკალური ფესტივალი Primavera Sound გაიმართა.

ღონისძიებაზე გამომსვლელთა შორის, თავდაპირველად სხვებთან ერთად, ქარდი ბის უნდა ემღერა, თუმცა მოგვიანებით ამერიკელმა რეპერმა პერფორმანსზე უარი განაცხადა, რის გამოც ის მაილი საირუსით ჩაანაცვლეს.

ბარსელონაში 26 წლის მომღერალი მეუღლესთან, ლიამ ჰემსვორტთან ერთად ჩავიდა, რომელმაც, როგორც ჩანს, თავის რჩეულს სათანადო ყურადღება არ მიაქცია.

საქმე ისაა, რომ შოუს დასრულების შემდეგ, მაშინ, როცა ვარსკვლავური წყვილი დაცვის თანხლებით, ტერიტორიას ტოვებდა, მოულოდნელად მაილის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი ჯერ თმაში წვდა, შემდეგ კი ლოყაზე აკოცა.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ლიამმა სიტუაცია გვიან გააცნობიერა, ამიტომ ურჩი ფანის ქმედება არ გაუპროტესტებია – პირიქით, მან გოგონას ხელი მშვიდად გადახვია და ავტომობილისკენ სვლა განაგრძო.