დაბა ურეკში ბულვარისა და ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტს მთავრობა აფინანსებს და მისი ღირებულება დაახლოებით 5 მილიონი ლარია.
უწყების ცნობითვე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ურეკის ბულვარის სრული რეაბილიტაცია, რაც ითვალისწინებს გარე განათებას, ველო-ბილიკების მოწყობას, საპირფარეშოების მშენებლობას, მცირე მოედნებისა და სივრცეების მოწყობას ღია სეზონური კაფეებისთვის და კომერციული ობიექტებისთვის. ასევე დაგეგმილია ბულვარის პარალელური ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და გარე განათების დამონტაჟება. ბულვარი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.




