LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკაში, შესაძლოა, პედოფილებს ქიმიური კასტრაცია ჩაუტარდეთ

ამერიკაში, ალაბამას შტატში პედოფილებს ციხის დატოვებამდე ქიმიური კასტრაცია ემუქრებათ. კანონპროექტი უკვე მზადაა , მას მხოლოდ გუბერნატორის ხელმოწერა სჭირდება.

Dailymail-ის ცნობით, პირები, რომლებიც 13 წლამდე ასაკის ბავშვებზე სექსუალურ ძალადობისთვის არიან გასამართლებულნი, იძულებულნი იქნებიან, მიიღონ მედიკამენტები, რომლებიც ტესტოსტერონისა და სხვა ჰორმონების გამომუშავებას აჩერებს. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, თუ დამნაშავე მედიკამენტების მიღებაზე უარს განაცხადებს, მაშინ მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნებენ.

მსჯავრდებულები მედიკამენტების მიღებას ციხის დატოვებამდე ერთი თვით ადრე დაიწყებენ და იქამდე განაგრძობენ, სანამ ამას მოსამართლე ჩათვლის.

მსგავსი კანონი კალიფორნიის, ფლორიდისა და ლუიზიანას შტატებშიც მოქმედებს იმ განსხვავებით, რომ მსჯავრდებულებს კასტრაციის ფორმის არჩევის უფლება აქვთ.