ლონდონში ვიზიტის ფარგლებში დონალდ და მელანია ტრამპები ამჯერად ბუკინგემის სასახლის იმ ნაწილს ესტუმრნენ, სადაც პრინცი ჩარლზი და კამილა პარკერი ცხოვრობენ. ოფიციალურ მიღებაზე მელანიამ არჩევანი „ჟივენშის“ წითელ კაბაზე გააკეთა. ეს კაბა მისთვის სპეციალურად შექმნა მოდის სახლის კრეატიულმა დირექტორმა, კლერ უეიტ კელერმა. სწორედ ამ უკანასკნელმა შექმნა მეგან მარკლის საქორწილი კაბაც.
თეთრი ფერის, თვლებით გაფორმებულ კაბაში იყო გამოწყობილი კამილა პარკერიც.



