LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

#გარემოსქმნიშენ – სალომე ზურაბიშვილმა კარლ ჰარცელის გამოწვევას უპასუხა [ვიდეო]

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის გამოწვევას უპასუხა.

„სიამოვნებით ვუერთდები ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ნარჩენების შემცირების კამპანიას და ვიღებ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის გამოწვევას #გარემოსქმნიშენ

​ჩვენი გუნდის სახელით ვიწვევ: საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) ევროპის რეგიონის რეგიონული დირექტორობის კანდიდატს, დოქტორ ნატა მენაბდეს.

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორობის კანდიდატს დავით კირვალიძეს, რათა გაგვიზიარონ თავიანთი გამოცდილება ნარჩენების შემცირებაში“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

https://www.facebook.com/zourabichvilisalome/videos/1723027294466821/

​ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც პლასტიკატის გამოყენების შემცირების აუცილებლობაზე საუბრობს. ევროკავშირის ელჩმა სალომე ზურაბიშვილს, ლევან დავითაშვილს, კახა კუჭავას მიმართა და პლასტიკატის ნარჩენების შემცირების კუთხით საკუთარი გამოცდილების გაზიარებისკენ მოუწოდა.