LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალტუბოში გოგონამ საფლავზე თავი ჩამოიხრჩო

წყალტუბოში ახალგაზრდა გოგონამ თავი მოიკლა. როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მისი ცხედარი სასაფლაოს ტერიტორიაზე იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგომ თავი შეყვარებულის საფლავზე მოიკლა. მისი შეყვარებული ორი თვის წინ, ავტოავარიაში დაიღუპა.

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.