მაქსიმალურად გააკონტროლეთ საკუთარი გამონათქვამები და მოერიდეთ კოლექტიურ პროექტებში მონაწილეობას, თავი შეიკავეთ ეჭვიანობისგან, ბრაზის და წყენის გამოხატვისგან. ყურადღებით გადაამოწმეთ ყველა დოკუმენტი ხელისმოწერამდე, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი საქმიანობისა და თვითნაკეთი ნივთების შესაძენად, ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, თუმცა არ ღირს ახალი ნაცნობების შეძენა. ნაკლებად წარმატებული დღეა ქორწინებისთვის, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად, ბინის შესაცვლელად და სესხის ასაღებად.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. გაამდიდრეთ კვების რაციონი კვერცხით და თხილით. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, თეთრი და იისფერი, ვერცხლისფერი და ცისფერი, ასევე ზურმუხტი, ოპალი და აგატი, ამაზონიტი და რაუხტოპაზი გააძლიერებენ თქვენს შარმს, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის, რთული დღე ელით ვერძს, ტყუპებს და მშვილდოსანს.
